რა შეეშალა ეკონომიკის სამინისტროს და რას პასუხობს “ტავ ჯორჯია” ნათია თურნავას?

თბილისი (BPI) – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯია” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პასუხობს. როგორც “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, აეროპორტის მმართველ კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლებს ორს შეხვედრა ერი თვის წინ შედგა, სადაც “ტავ ჯორჯიამ” აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ხარვეზების და მისი გამოსწორების გზებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, სველი წერტილებში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია უკვე ქონდა, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი

“ერთი თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჩვენ გავიარეთ აეროპორტის ინფრასტრუქტურის თემებიც. რის შემდეგაც ქალბატონი ნათია (თურნავა) ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ყველას მოგეხსენებათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წლის თებერვალში, შესაბამისად არის პატარა ხარვეზები. რაზეც ვისაუბრეთ მინისტრის ვიზიტის დროს. უმთავრესი ხარვეზი, რომელიც ქალბატონმა ნათიამ დააფიქსირა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეს არის სველი წერტილები. სველ წერტილებთან დაკავშირებით ჩვენ სამინისტროშიც უკვე გვქონდა ნასაუბრები და უკვე დაწყებული გვქონდა სარემონტო სამუშაოები.

გარემონტდება რამდენიმე სველი წერტილი, პერიოდულად ეს რემონტი ისედაც ხდება”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი მოადგილე.

თეა ზაქარაძის კომენტარიდან ირკვევა, რომ ნათია თურნავას უწყებას ინფორმაციის გაშუქებისას შეცდომა გაეპარა.

“რაც შეეხება რესტორნებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესრელიზში მრავლობით რიცხვშია ნახსენები რესტორნები. სავარაუდოდ გაეპარათ ეს შეცდომა. იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის როგორც გაფრენის ისე მოფრენის ტერმინალში ყველა კვების ობიექტი არის განახლებული და ახალი. დარჩენილია ერთადერთი კვების ობიექტი სარეჟიმო ტერიტორიაზე, რომლის პროექტზეც  მუშაობა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

ასევე ვაპირებთ, რომ თებერვლის ბოლოსათვის დასრულდეს ის მიმდინარე სარემონტო სარემონტო სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ “ტავ ჯორჯია” „აეროპორტების საერთაშორისო საბჭო-„ს (ACI) „აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს (ASQ) პროგრამაში გაერთიანდა, რომელიც ამოწმებს აეროპორტის სერვისის ხარისხს. ერთი კვირის წინ მოვიდა მესამე კვარტლის შედეგები და ჩვენ მივიღეთ 4.27 შეფასება.

უმაღლესი, მაქსიმალური შეფასება კი 5. ეს შეფასება არის მგზავრების გამოკითხვაზე დაყრდნობით და თქვენ იქ შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელ კატეგორიაში კატეგორიაში რა შეფასება მივიღეთ. რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ყველაფერს, ჩვენ ისედაც დაგეგმილი გვქონდა ეს პროცესები”, აცხადებს თეა ზაქარაძე.

“ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მინისტრ ნათია თურნავას აზრი მათთვის მნივნელოვანია, მაინც უმნივნელოვანესი მგზავრების აზრია.

“სველი წერტილი მესმის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ტურისტები კმაყოფილები იყვნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინისტრის აზრი, მაგრამ ვიტყვი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრების აზრი”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე.

როგორც ცნობილია, 2018 წელს “ტავ ჯორჯია” გაწევრიანდა „აეროპორტების საერთაშორისო საბჭო-„ს (ACI) „აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს (ASQ) პროგრამაში.

„აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს (ASQ) პროგრამა ერთადერთი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც აფასებს მგზავრების კმაყოფილებას აეროპორტის მომსახურებებთან მიმართებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 3 კვარტლის მგზავრთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 4,27 ქულა მიიღო მგზავრთა საერთო კმაყოფილების კუთხით (Overall Satisfaction).

“მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მგზავრები კმაყოფილები არიან აეროპორტში მიღებული სერვისებით, რამდენადაც მაქსიმალური შეფასება პროგრამის მიხედვით 5 ქულას წარმოადგენს. ACI –ს აეროპორტის მომსახურების ხარისხის პროგრამა (ASQ) საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ მგზავრთა მოთხოვნები, სურვილები და მოლოდინები რაც თავის მხრივ შესაძლებელს ხდის ეფექტურად განისაზღვროს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და აეროპორტის განვითარების პერსპექტივები”, აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

avianews.ge

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …