რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ – ინტერვიუ კახა ვაჭარაძესთან

თბილისი (BPI) – ზამთრის სეზონზე სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები ისედაც გახშირებულია, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პარალელურად მოსახლეობაში მატულობს დაძაბულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია კორონავირუსის, პრევენციული ღონისძიებებისა და გარკვეული პროფილაქტიკური საშუალებების შესახებ,  როგორიც არის ბაქტერიული ლიზატების გამოყენება.

გთავაზობთ ინტერვიუს თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ კახა ვაჭარაძესთან: 

რა შეგიძლიათ გვითხრათ ჩვენ ამ ვირუსის შესახებ?

კორონავირუსი წარმოადგენს გავრცელებულ ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ეს სახელი დაერქვა ზედაპირზე გვირგვინისმაგვარი წანაზარდების გამო. კორონავირუსი არის ზოონოზური ვირუსი, ზოგი სახეობა აზიანებს მხოლოდ ცხოველს და ცირკულირებს მხოლოდ ცხოველებში, ზოგ შემთხვევაში მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. ადამიანთა უმრავლესობა კორონავირუსით ავადდება მისი ცხოვრების რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც. ჩვეულებრივ იწვევს ზედა რესპირაციული ტრაქტის მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას, როგორც ჩვეულებრივი გაციება. თუმცა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ისეთი დაავადება, როგორიც არის ბრონქიტი და პნევმონია, როგორც ეს ახასიათებს ახლა გამოვლენილ კორონავირუსს – 2019-nCoV.

კორონავირუსი ცნობილია დაახლოებით 20 წელია, ის იწვევს საერთო გაციების 15-20 %-ს. სწორედ მან გამოიწვია 2002 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-COV) ეპიდემიური აფეთქება ჩინეთში. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომელსაც ვირუსი ჰქონდა იყო ძუძუმწოვარი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.  ეს ეპიდემია დასრულდა 2004 წელს, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი იყო 10-12%.

ცნობილია კიდევ სხვა კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეპიდემია, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცნობილია – შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS-COV) სახელით. ამ ინფექციას სიკვდილიანობა 37% -ს აქვს და გვხვდება ძირითადად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომლისგანაც გავრცელდა ვირუსი იყო აქლემი.

კორონავირუსი, რომელიც ახლა იწვევს პნევმონიას ჩინეთში და რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება მთელ მსოფლიოში, არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელსაც აქვს გარკვეული მსგავსება ზემოთ ხსენებულ 2 ვირუსთან. ეს ვირუსები გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 1 კვირამდე (ზოგიერთ წყაროში 2-14 დღე). 2019-nCoV-ით გამოწვეული ინფექცია პირველად დაფიქსირდა ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში.  პირველი ინფიცირებული ადამიანები თევზის და გარეული ცხოველების ბაზრობებზე დაფიქსირდა, სადაც ცხოველები და ადამიანები მჭიდრო კავშირში არიან. ეს ვირუსი უხშირესად მსუბუქი და საშუალო ფორმით მიდის.

რა არის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის სიმპტომები?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ სუბიექტს სიმპტომები შეიძლება არ აღენიშნებოდეს, დაავადება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ამავდროულად შეიძლება იყოს ინფექციის გამავრცელებელი. ძირითადი სიმპტომები არის ხველა, ცხელება, გაძნელებული სუნთქვა და აგრეთვე შეიძლება იყოს უმნიშვნელო გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის ჩივილები. რაც შეეხება ლაბორატორიულ მაჩვენებლებს გვხვდება – ლეიკოპენია, ლიმფოპენია და ჰიპერტრანსამიანაზემია, ზიანდება ზედა სასუნთქი გზები. კორონავირუსის ლეტალობა 2-3 %-ია, თუმცა ციფრების მაჩვენებლების პროგრესი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დაინფიცირების ალბათობა მაღალი იქნება.

მთავარი კითხვა არის – შეგვიძლია თუ არა ამ ყველაფრის პრევენცია? პროფილაქტიკისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან დასაცავად. ერთის მხრივ ჩვენ შეგვიძლია კორონავირუსისა და სხვა ვირუსების მიღების და გავრცელების რისკის შემცირება, ამისათვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა – ხელების ხშირი დაბანა, სახეზე, ცხვირზე, პირის ღრუზე ხელების მოკიდებისგან თავის შეკავება, იმ ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია, რომელსაც ვეხებით, თავის არიდება იმ პირებთან ახლო კონტაქტისგან, ვინც მიეკუთვნება პოტენციური რისკის ჯგუფს, ხველისა და ცემინების დროს ხელსახოცი ავიფაროთ სახეზე, ავადობის შემთხვევაში უმჯობესია სახლში გაჩერება. მეორეს მხრივ, ნებისმიერი საშუალება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ინფექციის პრევენციას ან დაავადების პროგრესირების თავიდან აცილებას სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებაც, რომლებიც ზრდის სასუნთქი გზების რეზისტენტობას, გამძლეობას, სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის მიმართ.

მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებული იყო პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატების (პრეპარატი ისმიჟენი) იმუნომოდულატორული აქტივობა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ბაქტერიული ლიზატების დანიშვნის მიზანშეწონილობას სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

იმ მექანიზმებს შორის, რომლითაც პოლივალენტურ მექანიკურ ბაქტერიულ ლიზატს შეუძლია რესპირაციული ინფექციების პრევენცია, მინიმუმ ორი შეიძლება ეფექტური იყოს კორონავირუსის წინააღმდეგაც.

ისმიჟენი ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მკვლელი უჯრედების ადრეული აქტივაციას, რომლებსაც შეუძლიათ გააკონტროლონ ვირუსის გავრცელება, სანამ სპეციფიკური იმუნიტეტი არ განვითარდება.

მეორე მექანიზმი, რომელიც ახლახან იქნა აღმოჩენილი, ეყრდნობა პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატის შესაძლებლობას გააუმჯობესოს ლორწოვანი გარსის ბარიერული ფუნქცია. მიკროორგანიზმებმა, რომლებმაც შეაღწიეს ადამიანის სხეულში, ჯერ უნდა გადალახონ ეპითელური უჯრედების ფენა. ადამიანის ლორწოვანის ეპითელური უჯრედები ფუნქციონირებს, როგორც ფიზიკური ბარიერი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, გარდა ამისა მათ შეუძლიათ ამოიცნონ მიკროორგანიზმების არსებობა და გაზარდონ ბარიერული ფუნქცია, სიგნალი გაუგზავნონ ლეიკოციტებს და პირდაპირ გაანადგურონ ზოგიერთი პათოგენი.

ისმიჟენი (პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატი) წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია “Lallemand Pharma”–ს მიერ წარმოებულ ახალი თაობის, ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორს. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების პროფილაქტიკასა და მათთან ორგანიზმის ბრძოლის აქტივაციას. სწორედ ამიტომ ისმიჟენს სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ.

ისმიჟენის (პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატის) შემადგენლობაში შედის იმ ბაქტერიების ლიზატები, რომლებიც უხშირესად იწვევენ რესპირაციული ტრაქტის ინფექციებს და ვირუსული ინფექციის გართულებებს. ბაქტერიული ლიზატები აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს რესპირაციული ინფექციების წინააღმდეგ.

ისმიჟენი იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად ამცირებს სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას, ხოლო ავადობის შემთხვევაში გამოჯანმრთელება უფრო სწრაფად ხდება.

ამგვარად, ისმიჟენი გაგიძლიერებთ სასუნთქი სისტემის იმუნიტეტს და დაგიცავთ ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …