რა სიახლეები შესთავაზა მსმენელს წინანდლის მუსიკალურმა ფესტივალმა

უკვე 5 წელია წინანდლის მამული და მუსიკალური ფესტივალი განუყოფელია. ამ ისტორიულ ადგილას წარმატებით გრძელდება ევროპული და ქართული კულტურის დაახლოების ისტორია. ფესტივალის წარმდგენი, ტრადიციულად, კომპანია სილქნეტია.
წელს ფესტივალზე ბევრი სიახლე იყო: გაიმართა  მუსიკალურ მარათონი, რომელიც ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნა, ფესტივალს შეუერთდა ვახტანგ კახიძე – ორკესტრით, „ლიზა ბათიაშვილის ფონდმა“ ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები  წარუდგინა მსმენელს, რომელსაც ფონდი პატრონაჟს უწევს, ცოდნის მიღებასა და რეალიზებაში უწყობს ხელს.  პირველად, ფესტივალის არსებობის ისტორიაში თეატრალური კომპონენტიც შემოვიდა – მსახიობმა ნინო კასრაძემ, პერფომანსით ჟან კოქტოს პიესიდან „ადამიანის ხმა“, გამორჩეული საღამო შექმნა .
მუსიკალური პროექტის სამშვიდობო გზავნილია პან კავკასიური ორკესტრის არსებობა, სადაც კავკასიის და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსები ყოველწლიურად, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ჯადოსნურ დღეებს ქმნიან.
საიუბილეო სეზონი წინანდლის მამულში, 10 სექტემბერს, მსოფლიოში პირველ მევიოლინედ მიჩნეული ლიზა ბათიაშვილის კონცერტით დაიხურა. პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად, მან ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი და რობერტ შუმანის  მეორე სიმფონია შეასრულა.
აღდგენილ ჭავჭავაძეების მამულს, ახალი სიცოცხლე  საგანგებოდ აშენებულმა საკონცერტო დარბაზებმა, სარეპეტიციო სივრცეებმა, ტერიტორიაზე განლაგებულმა ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ შესძინა .
ამ ყველაფრის გამაერთიანებლად წინანდლის მუსიკალური ფესტივალი იქცა, რომელმაც მოკლე დროში  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება – „ევროპაკონცერტი“- წინანდალში გაიმართება და საქართველოს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ეწვევა.
„ევროპაკონცერტი“ ტრანსლირება პირდაპირ ეთერში 160 ქვეყანაში მოხდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …