რა საშუალებებით მოხდება წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთა – სემეკის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ნორმატიულ აქტში ასევე განსაზღვრეულია თუ რა საშუალებებით მოხდება წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთაც.

სემეკის განმარტებით, წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება საირიგაციო სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, გაუმრიცხველიანებელ მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევით ან განრიგის გარეშე წყლის მოხმარება, წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარება, საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების შემთხვევაში საირიგაციო სისტემის წყლის მოხმარება, მომსახურების ხელშეკრულების გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარება ან სარგებლობა, დატაცება, მათ შორის, წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყლის არასანქცირებული მოხმარება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, მიმწოდებელი, წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს აქტისამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცებისშესახებ. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მიმწოდებლის მომსახურებით, გარდა მიმწოდებლისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმწოდებლისმიერ დაეკისრება საქართველოს
ადმინისტრაციულ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც
უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ
შორის, დავალიანების განწილვადებაზე.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …