რა პროპორციით მიეწოდა აფხაზეთს ელექტროენერგია 2022 წელს – დავით ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, გასულ წელს აფხაზეთთან ელექტროენერგიის გაყოფის პროპორცია შენარჩუნდა, რაც მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდა ენგურჰესიდან გამომუშავებული იაფი ელექტროენერგია შეენარჩუნებინა.

გასულ წელს ენერგიის გაყოფა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40:60-ზე შენარჩუნდა. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ  მოხდა ენგურჰესის ენერგიის გამომუშავება სწორ დროს, ისე, რომ ეს პროპორცია ყოფილიყო შენარჩუნებული და როცა უკვე ზამთრის დეფიციტური თვეები დაიწყო, ამ პერიოდში აფხაზეთს უწევდა ენერგიის შემოტანა რუსეთიდან და საფასურსაც ამ ელექტროენერგიის იხდიდნენ თვითონ. 

არსებული პროპორციის შენარჩუნება, რასაკვირველია, იყო მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანას უფრო მეტი იაფი ენერგიის შენარჩუნების შესაძლებლობა ჰქონდა“.აღნიშნა დავით ნარმანიამ

აქვე შეგახსენებთ, რომ 1990-იან წლებში გაფორმებული პირობითი შეთანხმების მიხედვით, რეგიონი “ენგურჰესის” და “ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უსასყიდლოდ მარაგდება.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …