რა ოდენობის თანხის ჩამოწერა მოხდა 2022 წელს – სემეკის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში კომისიამ განიხილა 145 განცხადება ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 96, ნაწილობრივ – 12, ხოლო არ დაკმაყოფილდა 37 . უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 192 068. 83 ლარი შეადგინა.

სემეკის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სულ საანგარიშო პერიოდში კომისიამ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული 4121 სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიიღო 958 გადაწყვეტილება. ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 268 610. 37 ლარი. აქედან გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ შეადგინა 806 991. 95 ლარი, ხოლო წერილების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ – 461 991. 95 ლარი.

სემეკი ასევე აცხადებს, რომ დავების განხილვის პრაქტიკისა და ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომისიაში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სამივე სექტორის მარეგულირებელი წესების სისტემური სრულყოფა, რაც ასევე გავლენას იქონიებს მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების რაოდენობასა და მათ შინაარსზე.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …