რა მიმართულებით იგეგმება ნეტო აღრიცხვის განვითარება საქართველოში – დავით ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “პოსტ ტივის” ეთერში საუბრისას განაცხდა, რომ ნეტო აღრიცხვის მიმართულება საქართველოში კიდევ უფრო განვითარდება. სემეკის თავმჯდომარის თქმით, იგეგმება ეგრედ წოდებული სმარტ აღრიცხვის სისტემბის კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცმეს სწორი ანალიტიკური ინფორმაცია მიიღოს ენერგიის მოცულობის შესახებ.

“დღეს არსებული ნეტო აღრიცხვის სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო წინ წავიდა. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სმარტ აღრიცხვის სისტემები კიდევ უფრო მეტად განვითარდა, რაც მეტი ანალიტიკის შესაძლებლობას იძლევა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოცულობის ენერგია მოიხმარა, რამდენი გასცა და ასე შემდეგ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა. ასევე ევროპაში შემოღებულია ცნება, ისეთი პირებისთვის, რომლებიც ენერგიის როგორც მწარმოებლები, ისე მისი მომხმარელები არიან.  ცხადია, სემეკი ამ მიმართულებებს ეტაპობრივად განავითარებს. რაც შეეხება აქამდე არსებულ რეგულაციებს ნეტო აღირცხვის სისტემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რეგულაციები შემუშავებულია. ხელშემწყობი მექანიზმი, მათ შორის, ქსელური გატარების ტარიფისგან გათავისუფლება 2025 წლამდე შენარჩუნდება. აქვე აღვნიშნავ, რომ სემეკს აქტიური წამახალისებელი ღონისძიებები აქვს იმისათვის, რათა განახლებადი ენერგიების მიმართულება მაქსიმალურად სწრაფად განვითარდეს”. – აღნიშნავს დავით ნარმანია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …