რა კეთდება განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის – დავით ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო კომერსანტის ეთერში განახლებადი ენერგიების ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად მოხდეს ახალი სიმძლავრეების დადგმა, რაც ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. დავით ნარმანიას განმარტებით, ამ პროცესში აღსანიშნავია გასულ წელს მთავრობის მიერ მიღებული წესი, რომელიც, ფასთა შორის სხვაობის დაფინანსებას გულისხმობს, რაც სექტორის განვითარებისთვის დამატებით სტიმულს წარმოშობს.

„განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ გასულ წელს.  უფრო კონკრეტულად, დამტკიცდა სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის მიღების შემთხვევაში წახალისება. მოცემული წესის მიხედვით, დადგინდა CFD, რაც ნიშნავს ფასთა შორის სხვაობის დაფინანსების წესს. მთავრობამ უკვე ჩაატარა პირველი აუქციონი 300 მეგავატ ენერგიაზე და მიიღო დაინტერესებული მხარეებისგან წინადადებები.

 ჩატარდა აუქცინი როგორც ჰიდრო, ასევე მზისა და ქარის წყაროებიდან ენერგიის მიღებაზე. აუქციონის დასრულების შემდეგ  შეჯამდა და დაკონტრაქტდება ახალი სადგურების მშენებლობის პროექტები. უნდა აღინიშნოს, რომ დაინტერესებულმა ინვესტორებმა შესთავაზეს მთავრობას თავიანთი ფასები. იმ შემთხვევაში თუ საშუალო საბაზრო ფასი ნაკლები იქნება ინვესტორის მიერ შეთავაზებულ ფასზე, მაშინ მთავრობა ამ ფასთა შორის სხვაობას შეუვსებს ინვესტორს.

აღნიშნული მექანიზმით პროექტების მომგებიანობა და მიმზიდველობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაუმჯობესდა“. განაცხადა დავით ნარმანიამ

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …