რა თემებზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებთან დაკავშირებით, ასევე განიხილა ბუნებრივი გაზის ლიცენზიის გაცემის შესახებ და ადმინისტრაციული წარმოების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.

კომისიამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ინტერ გაზზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გასცა. შპს „ინტერ გაზი” ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.

დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. აღნიშნული საკითხი შეეხება შპს “ენგურჰესის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენას. კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 2 ნოემბერი. ხოლო, დადგენილების გამოცემის ვადად – 2023 წლის 31 დეკემბერი.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …