რა განაპირობებს კომპანიის წარმატებას?

მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში სოციალური მედიის როლი სულ უფრო და უფრო ღირებული ხდება. კომპანიების ხელმძღვანელები დარწმუნდნენ, რომ მომხმარებლებთან ჯანსაღი კომუნიკაცია განვითარებისა და წარმატების მთავარი წინაპირობაა.

სოციალური მედიის პლატფორმები მიზნად ისახავს, მომხმარებლებსა და ელექტრონული კომერციის ბიზნესებს შორის, ურთიერთქმედების გაუმჯობესებას. კერძოდ, მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობისა  და პროცესების განვითარების ტენდენციის შენარჩუნებითა და ხარისხიანი სერვისების მუდმივად შეთავაზების გზით, კომპანიები ცდილობენ შეინარჩუნონ ბრენდის მიმართ მომხმარებლების ერთგულება.

სოციალური მედიის საშუალებით, კომპანიები, მომგებიანი გარიგებებისა და ახალი პროდუქტების შესახებ სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ამიტომ, სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესი ნაწილი, პირდაპირ არის მიმართული გაყიდვების მაჩვენებლის ზრდისკენ. კომპანიები, რომელიც ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწეობენ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია იყენებდნენ სოციალურ მედიას, საძიებო სისტემებს, ელექტრონული ფოსტის კამპანიებს ვიზიტორების მოსაზიდად და ციფრულ კონტენტებს შესყიდვების გასაადვილებლად.

საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზიის გამოცდილება სწორედ ამაზე მეტყველებს. ისინი აქტიურად მიმართავენ კომერციულ მარკეტინგს, რაც ამარტივებს მომხმარებლებთან კომუნიკაციას. მიდგომების ეს სახე კი, სულ უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს სძენს კომპანიას. ისურვეს  მარკეტინგული სტრატეგია, რაც გულისხმობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებას, მათ გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვასა და ლოჯისტიკური ქსელის უხარვეზო მართვას, 250 000-ზე მეტი მომხმარებლების ნდობის გარანტი გახდა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …