რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე?

10 მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა – “მონეტარული პოლიტიკის ანგარიში”.

შეხვედრის პირდაპირ ეთერს უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე – fb.com/NationalBankofGeorgia/

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …