რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა – ელექტრონული ბარათები აღმოსავლეთ პარტნიორობაზე

თბილისი (BPI) – პირველი, რაც მეგობრებთან ან კოლეგებთან ევროკავშირზე  საუბრისას გვახსენდება, უვიზო რეჟიმის შემოღებაა. მაგრამ, ეს ხომ ყველაფერი არ არის! ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაკუთრებით გაღრმავდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ. სავიზო რეჟიმის გამარტივება, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ არის ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად სამართლის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარება.

ვიკიპედიის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან. „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის, ეკონომიკური სტრატეგიის, სამოგზაურო ხელშეკრულებების და სხვა საკითხების მოგვარებას ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის“. მაგრამ რა არის ეს შეთანხმება რეალურად? რა სარგებელს იღებენ მისგან ჩვეულებრივი მოქალაქეები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პროექტმა „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ შეაგროვა ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო ევროკავშირთან და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობა მოქალაქეების ცხოვრებაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე – რას ნიშნავს ინიციატივა საქართველოსთვის

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …