რატომ ითხოვენ ეკონომისტები რუბლის გადახურდავებაზე გარკვეული ლიმიტის დაწესებას?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ საქართველომ წარსული გამოცდილებაზე უნდა ისწავლოს და რუბლის გადახურდავებაზე გარკვეული ლიმიტები დააწესოს.

“რუსები, როგორც 90-ებში ეცდებიან რუბლი გადმოიტანონ საქართველოში, რომ აქედან ვალუტა წაიღონ; გამოსავალი შეიძლება იყოს თითო პირზე დახურდავების ლიმიტის შემოღება;

ნაკლებად სავარაუდოა (მინიმუმ) წელს რუსი და უკრაინელი ტურისტების მოზღვავება საქართველოში, საჭიროა გააქტიურება ალტერნატიულ ბაზრებზე;

ვაჭრობის კუთხით, რუსეთთან, უკრაინთან და ბელორუსთანაც გვექმნება გარკვეული სირთულეები, როგორც მინიმუმ ლოგისტიკური… მთავრობას და ბიზნესს ერთ მუშტად გაერთიანება მართებთ;

და ყველაზე მთავარი, ავრორამ თუ ჩვენთვის გაისროლა და ევროკავშირში მართლაც სერიოზულად დადგა საქართველოს მიღების საკითხი, ეს ერთი მხრივ უდიდესი ფარი იქნება საქართველოსთვის (თუ/რომ მიგვიღებენ), თუმცა მეორე მხრივ რუსეთის მხრიდან ახალ მნიშვნელოვან რისკებს გააჩენს… მაგრამ, ვარდი უეკლოდ…”, წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭარაია.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …