რას სთავაზობს ბაზისბანკის სალიზინგო კომპანია ავტომობილის შეძენის მსურველებს

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის შვილობილი კომპანია – ბი ეიჩ ელ ლიზინგი ავტომობილის შეძენის მსურველებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კომპანიაში ყველაზე დაბალი სალიზინგო გადასახადია და კლიენტისთვის წინასწარაა ცნობილი ყველა შესაძლო ხარჯი.  მომხმარებლებს შესაძლებელობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ გაეცნონ პროდუქტის პირობას, გამოთვალონ სალიზინგო გადასახადი, შეავსონ ავტო ლიზინგის განაცხადი და მიიღონ დაფინანსება უმოკლეს დროში. დაპორტირდნენ და გაიუმჯობესონ ავტო ლიზინგის პირობები. 

როგორ ხდება განაცხადის შევსება?

ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის საჭიროა შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი განაცხადის ფორმა ბი ეიჩ ელ ლიზინგის ვებგვერდზე www.bhl.ge. რამდენიმე წუთში კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ ყველა დეტალს. კომპანია შეიძენს თქვენთვის სასურველ ავტომობილს, რომელსაც ლიზინგით გადმოგცემთ სარგებლობაში.

ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა?

ავტო ლიზინგით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც სურს ავტომობილის შეძენა და არ აქვს შესაბამისი დანაზოგი. ავტო ლიზინგით გასაცემი თანხის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს 5,000 ლარი. ჰიბრიდული მანქანის შეძენის მსურველებზე ვრცელდება განსაკუთრებული პირობა.

ბი ეიჩ ელ ლიზინგი არამხოლოდ ავტოლიზინგს, არამედ სრულ სალიზინგო მომსახურებას გთავაზობთ. მათ შორისაა: უკულიზინგი, ძირითადი საშუალებისა და აგრო ლიზინგი. კომპანიის სერვისები განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …