რას ითვალისწინებს განახლებული აგროდაზღვევა

თბილისი (BPI) – აგროდაზღვევა განახლდა. გარკვეული შემთხვევაში კორექტირებულია თანხები, ფართობი და ლიმიტები.

განახლებული პროგრამის პირობების მიხედვით, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ისევ იქნება 70%, ვაზზე – 50%.

გაიზარდა წითელი ვაზის მოსავლის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი და ის 1 ჰექტარზე 15,000 ლარია (გასულ წელს 10,000 ლარი). ლიმიტის ზრდა გამოწვეულია 2018 წელს ყურძნის ფასის მატებით. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.

პოლისი ფარავს რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

პროგრამაში მონაწილეობა 5 ჰა-მდე (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობაში ან მფლობელობაში არსებობის შემთხვევაში. შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. კოოპერატივის შემთხვევაში პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ფერმერთა რეესტრში.

პროგრამაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა შეუზღუდავია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.
2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 81,453 პოლისი; დაზღვეული ფართობი 71,413 ჰა; დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,343,213 მლნ ლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …