რასაცა გასცემ, შენია – ქეშბექი ლიბერთისგან

თბილისი (BPI) – ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური და მასშტაბური ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ აამოქმედა. ‘ქეშბექი’ ბაზარზე არსებული მსგავსი ლოალობის პროექტებისგან სრულიად განსხვავებული და უპრეცენდენტოა.

ლიბერთის ნებისმიერი ტიპის ბარათის მფლობელი, სპეციალურად შექმნილი საიტის Cashback.ge ან აპლიკაციის მეშვეობით სარგებლობს ქეშბექით ან ფასდაკლებით.

დღეისათვის, აღნიშნულ ლოიალობის პროგრამაში 400-ზე მეტი პარტნიორი მომსახურების და სავაჭრო ობიექტია ჩართული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ლიბერთის მომხმარებლისთვის ქეშბექით სარგებლობა მარტივია. აპლიკაციაში ან https://cashback.ge-ზე, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ შეთავაზებას იაქტიურებს და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალით გადახდისას მომენტალურად მიიღებს სარგებელს ქეშბექის ან ფასდაკლების სახით.

‘ამ მასშტაბურ პროექტზე, ლიბერთის გუნდთან ერთად მუშაობდნენ კომპანიები ჰელიქსი, ვანდიო, ლივინგსტონი და კონექტი. სწორედ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ინოვაციური ლოიალობის სისტემა, ტექნოლოგიურად გამართული, დახვეწილი და მარტივი აპლიკაცია. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, ჩვენი მომხმარებელი კომფორტული მომსახურების გარდა, ყველაზე მაღალ და რაც მთავარია, მომენტალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მომავალში ჩვენს მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ მომსახურებას შევთავაზებთ. “ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოროღლიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …