რამ გამოიწვია ელექტროენერგიის იმპორტის შემცირება – დავით ნარმანიას განმარტება

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით 1,553 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა, ხოლო ექსპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა და 971 კვტ.სთ შეადგინა.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საერთაშორისო მასშტაბით ენერგიაზე მაღალი ფასები იყო, რის გამოც განხორციელდა არა ელექტროენერგიის, არამედ ბუნებრივი აირის იმპორტი, რომელიც ელექტროენერგიის საწარმოებლად შესაბამის სიმძლავრეს გვაძლევდა.

„2022 წელს ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში ძალიან მცირე მოცულობით განხორციელდა, რაც ძირითადად სისტემის დაბალანსებისთვის იყო საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში საკმაოდ მაღალი იყო ელექტროენერგიის ფასი და ეს ტენდეცია გადაედო სხვა ქვეყნებსაც, ელექტროენერგიის იმპორტი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანიდან განხორციელებულიყო ბუნებრივი აირის იმპორტი, რომლის საშუალებითაც მოხდა თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოება. აღნიშნული პროცესი ჩვენ გაცილებით უფრო იაფ ელექტროენერგიას გვაძლევდა, ვიდრე ეს მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულის შემთხვევაში იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ამ პროცესმა ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი შემცირება გამოიწვია“. აცხადებს დავით ნარმანია.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …