რა ფაქტორებმა განაპირობა ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა – დავით ნარმანიას განმარტება

სემეკის მეირ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება  ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. ამასთან, ელექტროენერგიის გენერაციის კუთხით,  ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა უშუალოდ 2022 წელს 2021 წელთან შედარებთაც.  სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ტენდენციის მიზეზი როგორც არსებული ელექტროსადგურების რეაბილიტაცია, ისე ახალი ელექტროსადგურების გაჩენაა.

„2022 წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, უფრო კონკრეტულად 12.5% უფრო მეტი ელექტროენერგია ვაწარმოეთ. ზრდის ამ მაჩვენებელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი იყო წყალუხვი წელი, საუბარია მთებში დიდი მოცულობით ნალექებზე თოვლის სახით და შემდეგ უკვე გაზაფხულზე დამატებული წვიმები. ამ პროცეს თან დაერთო ასევე ენგურჰესის რეაბილიტაცია, რომელმაც გასულ წელს შეძლო გამოემუშავებინა უფრო მეტი ენერგია, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში გვირაბში  წყლის გაჟონვების ფონზე  ენგურჰესში გარკვეული დანაკარგები არსებობდა“.განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

ელექტროენერგიის გენერაციის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად დავით ნარმანია ახალ დადგმულ სიმძლავრეეებს ასახელებს, კერძოდ, 2022 წელს ექსპლუატაციაში 7 მცირე ახალი სადგური შევიდა.

„როდესაც ელექტროენერგიიის გამომუშავების ზრდის მიზეზებზე ვსაუბრობთ, ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ გასულ წელს ახალი სიმძლავრეებიც შევიდა ექსპლუატაციაში. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ წინა ორი წელი თან პანდემიური წლები იყო და თან ძალიან მცირე 6-7 მეგავატიანი ჰიდრო სიმძლავრეები შედიოდა მხოლოდ ექსპლუატაციაში, თუ არ ჩავთვლით გარდაბნის თბოსადგურს. 2022 წელი კი განსხვავებული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ  27 მეგავატი ახალი სიმძლავრე შევიდა ექსპლუატაციაში, აქ საუბარია 7 მცირე სადგურის ექსპლუატაციაზე. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, თუმცა წინა წლებთან შედარებით პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა“. – აცხადებს დავით ნარმანია

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …