რამდენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში

თბილისი (BPI) – საქართველოში 7 650 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია აღრიცხული. 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, 48 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი:
• მცხეთის ისტორიული ძეგლები 
• გელათის სამონასტრო კომპლექსი 
• ზემო სვანეთი

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში წარმომადგენლობით სიაში შესულია:
• ქართული მრავალხმიანობა
• ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, 
• ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
• ქართული ჭიდაობა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით 1983 წელს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 18 აპრილი მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია“ (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …