რამდენი თავშესაფარია საქართველოში?

რუსეთის მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სამოქალაქო თავდაცვის საკითხი საქართველოშიც, თუ რამდენი თავშესაფარი, განგაშის სირენა და საკვების მარაგი აქვს ქვეყნას, რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.

ირკვევა, რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1 186 დამცავი ნაგებობა, რომელთაგანაც მოსახლეობის მიერ თავის შეფარება მხოლოდ 105-ში არის შესაძლებელი რამდენიმე საათით, ვინაიდან, თავშესაფრებში სასიცოცხლო უზრუნველყოფა (ვენტილაცია, გათბობა, ენერგო მომარაგება, კავშირგაბმულობა) არ ფუნქციონირებს – ამის შესახებ, შსს-ში დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის კითხვის პასუხად განაცხადეს.

უწყების ცნობით, 2003 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე სულ აღირიცხებოდა 6 499 დამცავი ნაგებობა. 2015 წლის მონაცემებით კი, აღრიცხულია 1 186 დამცავი ნაგებობა, რომელთა ძირითადი ნაწილი შეუსაბამოა საექსპლუატაციო მოთხოვნებთან.

,,მიმდინარე პერიოდში ხორციელდება თავშესაფრებისთვის ვარგისი შენობა-ნაგებობების სათავსების ინვენტარიზაცია მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …