რაზე იმსჯელეს სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე?

სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ იმსჯელა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებსა და ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებთან დაკავშირებით.
ასევე, კომისიამ განიხილა საკითხები შპს „აგროენერჯის“, სს „ბუქსი ჰესის“, შპს „ერა ჯორჯიას“, შპს „ლ.ჯ ფაუერ სოლუშენის“, შპს „მცირეს“, შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფის“, შპს „გაზმშენის“ და შპს „ჩირაღდანის“ მიერ კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, კომუნალურ კომპანიებს სანქციის სახით დაეკისრათ წერილობითი გაფრთხილება. მათ ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ დარღვევის აღმოფხვრა.

შემთხვევითი სიახლე

ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში …