რაზე იმსჯელეს სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე

სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებთან დაკავშირებით.
დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საკითხი ეხება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშებას. კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 ოქტომბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2023 წლის 31 დეკემბერი.
ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 ოქტომბერი. ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად – 2023 წლის 19 დეკემბერი.
გარდა ამისა, კომისიამ არ დააკმაყოფილა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე შპს „ჩირაღდანის“ მოთხოვნა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …