რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

3 აგვისტოს საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხები შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადებს, სალიცენზიო საკითხებს, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადებს.
დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის დადგენილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომელიც შეეხება შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” და შპს “მტკვარი ენერჯისთვის” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენას.
დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 1 სექტემბერი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად 2023 წლის 31 დეკემბერი.
ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები „სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ კომისიის დაგენილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად 2023 წლის 31 დეკემბერი.
ამასთან,  კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს „მამედის“ მოთხოვნა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …