ჟურნალისტებმა პრემიერი დაკითხეს

თბილისი (BPI) – “რაც ჩვენ ვიხილეთ არის ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობა” – პრემიერი ბახტაძე გავრილოვის ინციდენტს მოყოლილ პროტესტსა და მძიმე შედეგებზე ოპოზიციის გრალეულობას ხედავს. მისი თქმით მოძალადე ჯგუფმა მიღწია იმას, რომ ჩასაფრებოდა თავის ქვეყანას.

მას ჰკითხეს ემორჩილება თუ არა მინისტრი გახარია. რეზინის ტყვიები რომ მისთვის მიუღებელია განცხადებიდან დარბემდე რამდენიმე წუთი გავიდა და შეუთანხმა თუ არა.

უპასუხა, რომ ნებისმიერი მინისტრი ბუნებრივია ემორჩილება პრემიერს. დარბევაზე თქვა, რომ პასიურმა კორდონმა ვერ შეაჩერა აგრესია და გამოიყენა ლეგიტიმური ძალა.

აქტუალურ თემაზე სასაუბროდ  პარლამენტში რატომ არ მივიდა და მწვავე კითხვებს ხომ არ აარიდა თავის, პრემიერმა თქვა, რომ  წყალანირების სისტემაზე საუბარი ადექვატური არ იქნებოდა. პრემიერს ეკონოკურ საფრთხეებზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ მთავრობა სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, საგარეო მოწყვლადობის შესამცირებლად. 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …