პურის გაძვირების მიზეზებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დავალებით 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.

როგორც სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს სამი ძირითადი სეგმენტის მიმართულებით – ხორბლის იმპორტის კომპონენტი, ფქვილისა და პურის წარმოების კომპონენტი.

„არსებობს ორი ძირითადი ფორმა, პირველი ეტაპზე სააგენტო მონიტორინგის ახორციელებს და გულისხმობს პირველადი ინფორმაციის მიღებას, ინფორმაციის გადამუშავებას. შემდეგ ეტაპზე იწყება მოკვლევა. მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის წარდგენა მეწარმეებისთვის არ არის სავალდებულო, მოკვლევისას კი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებაა. შესაბამისად, მონიტორინგი შედარებით გრძელვადიანი პროცესია”, – განაცხადა ლექვინაძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი …