პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის 20 მლნ ევროდ შეძენას გეგმავს

თბილისი (BPI) – პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს, – ინფორმაციას პსპ ჯგუფში ადასტურებენ.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას“, – აცხადებენ პსპ ჯგუფში.  

ჯეო ჰოსპიტალსი კლინიკების ქსელია, რომელიც  2011 წელს დაარსდა. ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს გავლით SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

საქართველოს გავლით აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც SOCAR-ში განმარტავენ, „სამხრეთის …