პსპ დაზღვევა დისტანციურ სადაზღვევო მომსახურებაზე გადავიდა

თბილისი (BPI) – პსპ დაზღვევა არის ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც  დისტანციურ სადაზღვევო მომსახურებაზე გადავიდა.

კომპანიის ცნობით, COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, 2020 წლის 8 მარტს, პსპ დაზღვევის კომპანიის ოფისში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, 9 მარტიდან კი კომპანია გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.

დისტანციური სადაზღვევო მომსახურება გულისხმობს უკვე არსებული  ელექტრონული სერვისების გამრავალფეროვნებას ,  დამატებითი ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზებას.

პსპ დაზღვევა არის პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საგანგებოდ შეიქმნა  ტელემედიცინის სერვისი. ტელემედიცინის საშუალებით დაზღვეულები დისტანციურად იღებენ  ოჯახის ექიმის სამედიცინო მომსახურებას. განსაკუთრებული მადლობა პსპ დაზღვევის ოჯახის ექიმებს, რომლებიც კვალიფიციურად და გაზრდილი დატვირთვით ემსახურებიან დაზღვეულებს.

პსპ დაზღვევის თანამშრომლები ოფისში მოსვლის გარეშე არსულებენ  დაკისრებულ მოვალეობებს და მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ყოველგვარი შეფერხების გარეშე ყველა დაზღვეულს აქვს სრული ხელმისაწვდომობა მიიღოს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურება დისტანციურად. პსპ დაზღვევა მაქსიმალურად არის მობილიზებული!

პსპ დაზღვევის პორტალის საშუალებით  www.online.ipsp.ge. , დაზღვეულებს შესაძლებლობა  აქვთ ონლაინ  მიიღონ ნებისმიერი სადაზღვევო მომოსახურება – ანაზღაურება, საგარანტიო წერილი, მიმართვა ექიმ სპეციალისტთან და საგარანტიო ფურცელი მედიკამენტებზე.

 

პსპ დაზღვევა, #ჩემიოჯახისდაზღვევა, რომელიც მუდამ გვთავაზობს ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით მომსახურებას,  რაც ზრდის ჩვენი დაცულობის და ნდობის  ხარისხს!

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …