პსპ-დაზღვევამ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა

თბილისი (BPI) – პსპ დაზღვევა სრულიად ახალი, სტომატოლოგიური დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროექტი „პსპ დენტი“ შესთავაზა მოსახლეობას. პროექტი უალტერნატივოა და მას ანალოგი არ აქვს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

  1. პსპ დენტი ფარავს კონკრეტულად სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად, გამონაკლისის გარეშე;
  2. სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქესთვის ასაკის შეუზღუდავად;
  3. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის არ მქონე, ასევე დაზღვევის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთათვის;

“პსპ დაზღვევის პორტფელის დიდი წილი შედგება კორპორატიული დაზღვევის კომპონენტისგან. თუმცა,  კომპანიის სტრატეგიაა განავითაროს საცალო პროდუქტები, რადგან შესაბამისი პროდუქტი ბაზარზე ძალიან მწირია,  მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი. შესაბამისად, კომპანია აქტიურად მუშაობს  ამ მიმართულების განვითარებაზე და  სწორედ ამიტომ, პსპ დაზღვევამ შეიმუშავა ახალი, სრულიად ინოვაციური  და უნიკალური პროდუქტი „პსპ დენტი“, რომელიც ითვალისწინებს სტომატოლოგიური მომსახურების დაზღვევას და რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ გვაქვს. ვფიქრობთ, პსპ დენტი მალე მოიპოვებს საზოგადოების დაინტერესებასა და მოწონებას“.- აცხადებენ პსპ დაზღვევაში.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახალ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …