პროკურატურამ ავთო წერეთელს ბრალს უყენებს

თბილისი (BPI) – თიბისის საქმეზე პროკურატურამ კომპანიების “სამგორი თრედისა” და “სამგორი M”-ის მეწილეს, ავთო წერეთელს ბრალი წაუყენა.

პროკურატურა წერეთელს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში თანამონაწილეობას ედავება.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთო წერეთელი დღეს დაბარებულია პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

„ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით”, – განაცხადა პროკურორმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო …