პროექტის – „ ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“  ფარგლებში ყვარლისა და  თელავის სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის –  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული  და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. 

 დაჯილდოების ღონისძიება ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.  

 ამავე ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ, ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებმა.    

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი    „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მეორედ, წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …