პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

თბილისი (BPI) – აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება – 12 მლნ ლარს.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …