პრემირს საპარტნიორო ფონდის მოდელი არ მოსწონს

თბილისი (BPI) – ის ბიზნეს მოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“ არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას

ბახტაძის თქმით, მოდელის შესაცვლელად საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეცვლება. მათ შორის თქვენთან კონსულტაციის შედეგად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …