პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება – უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ – ლევან დავითაშვილი 

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება. პირველივე დღიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, შეეძლოთ, უსასყიდლოდ განთავსება საქართველოს სასტუმროებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენმა სამინისტრომ მჭიდროდ ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ისინიც უსასყიდლოდ სთავაზობენ სასტუმრო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებს. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც, პრობლემებიდან გამომდინარე, დაბრუნების საშუალება არ აქვს, შეეძლებათ უსასყიდლოდ განთავსდნენ საქართველოს სასტუმროებში,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან კოორდინაციით, უკვე გაუწია დახმარება უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …