პრემიერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება ხვალ გაჟღერდება

თბილისი (BPI) – კითხვა ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს კვლავ აქტუალურია. სხვადასხვა მედია საშუალებების გიორგი გახარიას კანდიდატურაზე აქტიურად საუბრობენ.

მამუკა ბახტაძე, რომელმაც დღეს დილით გადადგომაზე განცხადებას სოციალურ ქსელში გაავრცელა, მედიასთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ ხვალ დილით იქნება შეხვედრა პარტიის ოფისში და იქ გაჟღერდება გადაწყვეტილება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

„ბუნებრივია, დღეს ეს არის საკმაოდ აქტუალური თემა, ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. უფრო მეტიც, გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ მქონდა კონსულტაციები, არამედ დღესაც გვექნება და ხვალ დილით საბოლოო პოზიცია იქნება. ჩვენ ხვალ დილითაც ვიკრიბებით.  ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება საუბარი კონსულტაციის შინაარსზე, აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …