პრემიერი სებ-ს ფასების სტაბილურობისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

თბილისი (BPI) – პრემიერი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირებისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.

„კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ რომ უზრუნველვყოთ, როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. მთავრობა გადავდგამს ყველა აუცილებ ნაბიჯს, თუმცა, ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შემთხვევითი სიახლე

კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან – ლევან მეხუზლა

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე …