პრემიერი: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დასჯადია, იუსტიციის სამინისტრომ კანონით ნაკისრი პროცედურები

თბილისი (BPI) – სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით დასჯადია და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის ცვლილების მოკლე ვადაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები დემაგოგიაა, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ძალიან კონკრეტული განმარტება გააკეთა.

„ჩვენი ოპონენტების ე.წ არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, ვინაიდან მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა. ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …