პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე: მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს

თბილისი (BPI) – დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას.

პრემიერის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები ყოველთვის კონსულტაციების შედეგად მიიღება.

„ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, ორიენტირებულები ვართ პროგრესზე და ახალი სისხლი რომ საჭიროა, ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. რაც შეეხება დათო სერგეენკოს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც განვაცხადე. დათო ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასე იყო და მუდმივად ასე იქნება. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ საკადრო გადაადგილებების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებთ კონსულტაციების შედეგად, რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მე არ ვიღებ. როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა პრემირმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …