პრემიერი: საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – წელს პირველ კვარტალში  საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება.

პრემიერი ამბობს, რომ ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და  ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს.

როგორც მამაუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად, ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, სადაც ბანკების მიერ კრედიტების გაცემა შეზღუდულია.

„ეს არის ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ნაბიჯის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ. ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხება შეიძლება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით მთლიან ეკონომიკაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …