პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

თბილისი (BPI) – ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოებას გუშინ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, თეა თოფურია, ზაალ ანდრონიკაშვილი და რუსუდან რუხაძე, გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოავლინა.

  1. საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“
  2. საუკეთესო პოეტური კრებული – ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“
  3. საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“
  4. საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“
  6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“
  7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“
  8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტები წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე. ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის “ვაშლის ბაღები” და ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი – გიორგი მასხარაშვილი “14 კრისტალის თეორია”.

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

გამარჯვებული წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …