“პლანტამ” აგროწარმოების მაღალი სტანდარტის სერტიფიკატი მოიპოვა

თბილისი (GBC) – თანაინვესტირების ფონდის „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ საერთაშორისო სტანდარტის, GlobalG.A.P-ის სერთიფიკატი მოიპოვა, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია.

ეს კომპანიას საშუალებას მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს ევროპის ქვეყნებშიც.

გასულ წელს სათბურის კორპორაციამ ასევე მოიპოვა ISO 9001-2015 სერთიფიკატი.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი „პლანტას“ სასათბურე კომპლექსი 2016 წელს გახსნა. მეურნეობა გარდაბანში 12 ჰექტარზეა გაშენებული.

კორპორაციაში 235 ადამიანია დასაქმებული.

დღეის მდგომარეობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის 25%-ის რეალიზაცია ხდება ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელებში, 35%-ის საცალო-საბითუმო ქსელებში, 40% კი ექსპორტზე გადის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …