პირველ არხზე გადაცემა “ბიზნესპარტნიორი” იწყება

თბილისი (BPI) – პირველ არხზე გადაცემა “ბიზნესპარტნიორი” იწყება.

“ბიზნესპარტნიორი” ეთერში ყოველდღე 15:30 საათზე გავა და მაყურებელს ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებს, მიმდინარე მოვლენების ანალიზს შესთავაზებს. გარდა ამისა, გადაცემაში მიწვეული სტუმრები შეაფასებენ დღისა და კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს.

როგორც გადაცემის ავტორები ამბობენ, მაყურებელი მიიღებს ყველაზე ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნეს აქტივობებზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის …