პირველი ქართული ელექტრომობილი, მზის პანელები, “ქარშეარინგი” – რა პრეცედენტს ქმნის ქართულ ბაზარზე aigroup ჰოლდინგი

თბილისი (BPI) -დღეიდან საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად იწყებს ოპერირებას მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგი aigroup.
ინდუსტრიული ჰოლდინგი aicar-ს, aienergy-ს, aipower-სა და aiproduction-ს აერთიანებს.

როგორც ჰოლდინგში აცხადებენ, aigroup-ის მთავარი პლატფორმა, მიზნები და პრიორიტეტი ეკოლოგიური მიმართულების

პროექტები იქნება.აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს “ქარშეარინგის” სერვისს, ელექტროდამტენებს, მზის პანელებს და ბოლოს, ყველაზე მთავარს, საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას. 

“aicar არის კომპანია, რომლის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის სთავაზობს მომხმარებელს მოქნილ სერვისს, ე.წ საზიარო ავტომობილს. მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია.

aipower ესაა კომპანია რომლის მიმართულებაც მზის ელექტროსადგურები და პანელები იქნება. დასაწყისისთვის იგეგმება მზის ელექტრო სადგურების ეტაპობრივად დამონტაჟება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე. გამოყენებულ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები, განახლებადი ენერგიის მიღებისათვის. მზის სადგურები გაზრდის ენერგიის წარმოებას უმოკლეს ვადებში და შეამცირებს იმპორტს. რაც თავის მხრივ შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ გაზზე.aienergy-ს მიერ, სერვისის ფარგლებში, დედაქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება.

aiproduction-ის წარმოება კი ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრო მანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ეკოლოგიური გარემოს შესაბამის სტანდარტებთან მოყვანაა. 
ქვეყნებს შორის, რომლებსაც გარემოს ევროპულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ვალდებულება არ აქვთ, საქართველოში PM10 და PM2.5 (მყარი ნაწილაკები, რომლებიც მშენებლობებისა და საწვავის წვის შედეგად ხვდება ჰაერში და კრიტიკული გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე) ნაწილაკების ჰაერში წლიური კონცენტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია” – აცხადებენ კომპანიაში.

aigroup-ი პირველი ჰოლდინგია საქართველოს ბაზარზე, რომელიც კომპლექსური მიდგომით იწყებს ინვესტიციების განხორციელებას ეკოლოგიასთან დაკავშირებულ სეგმენტში.
„ეკოლოგია ის თემაა, რომელიც უკლებლივ ყველას გვეხება, ეს ჩვენი მომავალიცაა და ჯანსაღი ცხოვრების გარანტიაც,სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია და იდეის არსიც, განგვეხორციელებინა ინვესტირება ერთი შეხედვით ეკონომიკურად არც თუ ისე მომგებიან სეგმენტში, მაგრამ უპირობოდ ჩვენი და ჩვენი შვილების სასიცოცხლოდ აუცილებელ მომავალში“, – აცხადებენ ჰოლდინგში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …