პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.17 პროცენტი შეადგინა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 17.42 მლნ ლარით (0.04%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.55%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 43.24 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 261.19 მლნ ლარით (1.11%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 243.77 მლნ ლარით (1.24%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.12%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.27 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.41%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.56%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.44%-ით ნაკლები).
2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 87.37 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 23.07 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.17 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.58 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.30 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …