პირველად საქართველოში – BMATCH პლატფორმა ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის

თბილისი (BPI) – დღეიდან, ბაზისბანკის მომხმარებლები, პირველები საქართველოში ბლუმბერგის  BMatch პლატფორმით ისარგებლებენ.

ბაზისბანკის ინტერნეტბანკით, შესაძლებელია, მარტივად საკონვერტაციო განაცხადის პირდაპირ სავალუტო ბაზარზე მიწოდება. მომხმარებელმა კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად უნდა მიუთითოს, რომელ ვალუტას ყიდის, რომელს ყიდულობს და რა კურსით სურს კონვერტაცია, რის შემდეგაც განაცხადი ხვდება ბაზისბანკის ბლუმბერგ პლატფორმაზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი კონვერტირებული თანხა ჯდება მომხმარებლის ანგარიშზე.

BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი კონვერტაციები მომხმარებლებისთვის იქნება ფინანსურად მაქსიმალურად მომგებიანი, ძალიან კომფორტული და მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროს.

სერვისის აქტივაცია უფასოა. ასევე, პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები განაცხადის განთავსებას ბლუმბერგის BMatch პლატფორმზე საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, ბლუმბერგის ახალი BMatch სავალუტო პლატფორმა,  ეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. ბაზისბანკი პირველია საქართველოში არსებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, ვინც პლატფორმა ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …