პირბადეების დეფიციტს ქართული კომპანიები შეავსებენ

თბილისი (BPI) – კომპანიები საზოგადოების თანადგომას განაგრძობენ. პირბადეების დეფიციტს ქართული კომპანიები შეავსებენ.

წარმოება უკვე დაიწყო “აჭარა ტექსტილმა”, გარკვეულ ნაწილს კომპანია უსასყიდლოდაც დაამზადებს, მას სამკერვალო ფაბრიკა „მოვიც“ შეუერთდება.

კომპანიების სოლიდარობის მნიშვნელობაზე აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „სმარტფარმმა“ თავისი მარაგებიდან დოლბანდის მოწოდება უზრუნველყო, ყუთები უფასოდ დაამზადა კომპანია „სეზანმა“.

მინისტრი მადლობას არ იშურებს და ამბობს, რომ მაღალია კონსოლიდაცია, სოციალური პასუხისმგებლობა. “ერთიანი ვართ მთელი საზოგადოება, რაც მაძლევს იმედს, რომ შევძლებთ გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …