“პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯია” ბათუმის აეროპორტში საავიაციო საწვავის ბაზის აშენებას გეგმავს

თბილისი (BPI) – კომპანია „პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯია“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო საწვავის ახალი ბაზის აშენებას აპირებს.

კომპანიის წარმომადგენლები სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მხარეებმა საავიაციო საწვავზე მოთხოვნის ზრდის დადებითი ტენდენციები და ამ კუთხით „პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიას“ ოპერაციული შესაძლებლობების შემდგომი განვითარების ღონისძიებები განიხილეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ ავიაკომპანიებისთვის საავიაციო საწვავით გამართულ და შეუფერხებელ მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება და დადებითად შეაფასა ბაზარზე მოქმედი ავიასაწვავგამმართველი საწარმოების მუშაობა.

31 მაისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შპს „პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯიაზე“ საავიაციო საწვავ გასამართი საწარმოს ახალი სერტიფიკატი – 3 წლიანი მოქმედების ვადით გაიცა. რესერტიფიცირების პროცესი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ საწარმოს მოწყობის, საშუალებებისა და პროცესების ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას და ეროვნულ და საერთაშორისო (JIG) სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებდა.

„პეტროკას ფუელ სერვის ჯორჯია“ საავიაციო ბაზარზე 2018 წლიდან, „გალფ ევიეიშენის“ (GULF AVIATION) სახელით ოპერირებს. კომპანია TS-1 და JAT A-1 ტიპის საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდების გამართვას თბილისისა და ბათუმის სართაშორისო აეროპორტებში, ასევე ნატახტარის აეროდრომზე ახორციელებს და აღნიშნულ სეგმენტში, ბაზრის საერთო მოცულობის დაახლოებით 50% ფლობს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …