პარლამენტში “საქართველოს ბანკის” მენეჯმენტიც მივიდა

თბილისი (BPI) – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეს, არჩილ გაჩეჩილაძეს და გიორგი ჭილაძეს შეხვდა.

„ბანკირებმა ბანკის განვითარების სტრატეგიას და სამომავლო გეგმებზე, ასევე გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშე დღეს საბანკო სფეროა. აღნიშნული  ბანკი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, ემსახურება 2,3 მილიონ მომხმარებელს, ხოლო აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.  ჩვენთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვქონდეს წვდომა მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან, პირველწყაროსთან, რათა ხელი შევუწყოთ სფეროს მდგრად განვითარებას, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან  კომიტეტში სისტემატურად ეწყობა“, –  განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …