პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში 6 მინისტრის მოსმენა იგეგმება

პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში 6 მინისტრის მოსმენა იგეგმება. არსებული განრიგის თანახმად, პარლამენტი 15-18 თებერვალს მოუსმენს – ფინანსთა მინისტრს, 15-18 მარტს – შინაგან საქმეთა მინისტრს, 12-15 აპრილს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 10-13 მაისს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.

24-27 მაისს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, 7-10 ივნისს – თავდაცვის მინისტრს. ასევე ექვსი მინისტრის მოსმენა იგეგმება საშემოდგომო სესიაზეც. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო 20-23 სექტემბერს – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს, 4-7 ოქტომბერს – ეკონომიკის მინისტრს, 18-21 ოქტომბერს – საგარეო საქმეთა მინისტრს, 1-4 ნოემბერს – იუსტიციის მინისტრს, 29-ნოემბერს ან 2 დეკემბერს – განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. 13-16 დეკემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …