პარლამენტმა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. ასევე, რეგულირდება არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებასთან, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების კოორდინაციასთან, შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დავების განხილვასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და ერთიან საინფორმაციო პლატფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, კანონის მიღება ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას ოპერატორებისათვის

„კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის 2014 წლის ევროდირექტივის მიხედვით, რომელიც ეხება ელექტროსაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვებასა და გაზიარებას. საკითხის განხილვა მოხდა სფეროში ჩართულ ეკონომიკურ აგენტებთან, მათ შორის, სხვადასხვა ოპერატორებთან და მარეგულირებელ კომისიასთან ერთად და შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნების ნაწილი ასახულია კანონპროექტში“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …