პარლამენტი საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს. დღეს, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები გახსნა. კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებს:

“დელოიტი და ტუში”, (Deloitte and Touche LLC), „იუაი” (“Ernst & Young Global Limited”), “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). ამ სამიდან ერთ-ერთი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს” 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG -იმ განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის“ პირველი მოსმენა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი …